დღეს ტრენერმა დაწვრილებით გაგვაცნო ბლუმის ტაქსონიმია, რომლის მიხედვითაც პროექტის გეგმაში განვსაზღვრეთ შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები. შემდგომ დავიწყეთ სასწავლო ამოცანების შემუშავება და ბუნდოვან დავალებაზე ორიენტირებული ამოცანების განსაზღვრა. ასევე მიმოვიხილეთ სტანდარტების და მიზნების რუბრიკა. თითოეულმა მათგანმა ჩვენს საკუთარ პროექტებზე ჩამოვწერეთ ამოცანები. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების ჩამოყალიბებას. ჩემს პროექტის გეგმაში განვსაზღვრე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, რომელის მიხედვითაც ჩემი მოსწავლეებთან აღნიშნული პროექტის განხორციელებას. ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ დავიწყეთ Drive-ში მუშაობა, სადაც მივუთითეთ პროექტის სწავლების მიზნები და შედეგები.
No comments:
Post a Comment