Sunday, November 15, 2015

მეორე დღე



    ტრენინგის მეორე დღე ინფორმაციული თვალსაზრისით საკმაოდ დატვირტული აღმოჩნდა. აღნიშნულ ტრენინგთან დაკავშირებით ტრენერმა და ჩემა კოლეგებმა უამრავი საკითხი განვიხილეთ და დავამუშავეთ.
    ტრენინგი დაიწყო ახალი საიტის INTELMANANA.BLOGSPOT.COM გაცნობით, სადაც დავარეგისტრირე ჩემი პირადი მონაცემები. ტრენინგის უმთავრესი ამოცანას, როგორც მოგეხსენებათ პროექტის დაწერა წარმოადგენს. დღეს შევიმუშავე ტრენერთან ერთად პროექტის მთავარი გეგმის შაბლონი, რომელიც გულისხმობს თემის შინაარსის და მიზნის განსაზღვრას. ასევე გავეცანი ჩემი კოლეგების პროექტების მთვარ თემებს, რამაც ჩემში დიდი ინტერესი გამოიწვია. მეტად საინტერესოა ისეთი სახის პროექტების განხორციელება, რომელიც ინფორმაციული თვალსაზრისითაა დატვირთული და მრავლისმომცემია.
     შემდგომა გავეცანი mes.gov.ge-ზე უცხო ენის ეროვნულ სასწავლო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს პროექტის ძირითი თემის შინაარსობრივ სტანდარტებს და ინდიკატორებს.
      პროექტის გეგმის განხორციელებისას უმთავრესია საინფორმაციო ბუკლეტების შექმნა რომელზეც განთავსებული იქნება ჩემს მიერ არჩეული თემის მთავარი ლოზუნგები და ვიზუალური მასალა. ვისწავე ბუკლეთის შექმნა და ილუსტრაცია.

No comments:

Post a Comment