Sunday, November 29, 2015

მეხუთე დღე

       ტრენინგის მეხუთე დღეს განვიხილეთ რჩევების და მეთოდების უკუკავშირი. დაწვრილებით მიმოვიხილეთ კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის ზოგადი წესები, რის საფუძველზე ტრენინგის წევრებმა ერთმანეთის რეფლექსიებს გავუკეთეთ კომენტარები. აქვე გავეცანით პროქტის განხორციელებისთვის საჭირო ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტს -საავტორო უფლებებს, რომლის გათვალისწინება უმთავრესი რამაა.
      შემდგომ, ვისწავლეთ PowerPoint-ში სლაიდის გაკეთება და დავიწყეთ ჩვენი პროექტის გეგმის განხორციელება.კერძოდ მოვიფიქრე ჩემი პროექტის თემის საძიებო და საკვანძო კითხვები. ასევე ვისწავლეთ სლაიდის გვერძე დიაგრამის გაკეთება.

Saturday, November 28, 2015

მეოთხე დღე

  პროექტის მეოთხე დღეს დავიწყეთ წინა ნასწავლი მასალის გახსენება,კერძოდ კიდევ ერთხელ მიმოვიხილეთ  პროექტის გეგმის მიზნები. შემდგომ, გავეცანით შეფასების მიზნებს და ჩვენი პროექტის გეგმაში შევავსეთ შეფასების გეგმის(შეფასება დროის ჩარჩოში) და შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზები. ასევე მიმოვიხილეთ მოსწავლეთა საჭიროების შეფასების კატეგორიები და ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლეში მივუთითეთ პროექტის უმიოშნელოვანესი საკითხები.

Wednesday, November 18, 2015

მესამე დღე

       ტრენინგის მესამე დღე დაიწყო ჩემი თანამშრომლების მიერ გაკეთებული საინფორმაციო ბუკლეტების გაცნობით. 
     დღეს ტრენერმა დაწვრილებით გაგვაცნო ბლუმის ტაქსონიმია, რომლის მიხედვითაც პროექტის გეგმაში განვსაზღვრეთ შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები. შემდგომ დავიწყეთ სასწავლო ამოცანების შემუშავება და ბუნდოვან დავალებაზე ორიენტირებული ამოცანების განსაზღვრა. ასევე მიმოვიხილეთ სტანდარტების და მიზნების რუბრიკა. თითოეულმა მათგანმა ჩვენს საკუთარ პროექტებზე ჩამოვწერეთ ამოცანები. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების ჩამოყალიბებას. ჩემს პროექტის გეგმაში განვსაზღვრე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, რომელის მიხედვითაც ჩემი მოსწავლეებთან აღნიშნული პროექტის განხორციელებას. ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ დავიწყეთ Drive-ში მუშაობა, სადაც მივუთითეთ პროექტის სწავლების მიზნები და შედეგები.

Sunday, November 15, 2015

მეორე დღე



    ტრენინგის მეორე დღე ინფორმაციული თვალსაზრისით საკმაოდ დატვირტული აღმოჩნდა. აღნიშნულ ტრენინგთან დაკავშირებით ტრენერმა და ჩემა კოლეგებმა უამრავი საკითხი განვიხილეთ და დავამუშავეთ.
    ტრენინგი დაიწყო ახალი საიტის INTELMANANA.BLOGSPOT.COM გაცნობით, სადაც დავარეგისტრირე ჩემი პირადი მონაცემები. ტრენინგის უმთავრესი ამოცანას, როგორც მოგეხსენებათ პროექტის დაწერა წარმოადგენს. დღეს შევიმუშავე ტრენერთან ერთად პროექტის მთავარი გეგმის შაბლონი, რომელიც გულისხმობს თემის შინაარსის და მიზნის განსაზღვრას. ასევე გავეცანი ჩემი კოლეგების პროექტების მთვარ თემებს, რამაც ჩემში დიდი ინტერესი გამოიწვია. მეტად საინტერესოა ისეთი სახის პროექტების განხორციელება, რომელიც ინფორმაციული თვალსაზრისითაა დატვირთული და მრავლისმომცემია.
     შემდგომა გავეცანი mes.gov.ge-ზე უცხო ენის ეროვნულ სასწავლო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს პროექტის ძირითი თემის შინაარსობრივ სტანდარტებს და ინდიკატორებს.
      პროექტის გეგმის განხორციელებისას უმთავრესია საინფორმაციო ბუკლეტების შექმნა რომელზეც განთავსებული იქნება ჩემს მიერ არჩეული თემის მთავარი ლოზუნგები და ვიზუალური მასალა. ვისწავე ბუკლეთის შექმნა და ილუსტრაცია.

Saturday, November 14, 2015

პირველი დღე

14/11/2014
     დღეს, 14 ნოემბერის 10საათზე, 51-ე საჯარო სკოლის 216 აუდიტორიაში დაიწყო ტრენინგი სახელწოდებით ,,პროექტი ინტელი", რომელსაც ხელმძღვანელობს ჩემი კოლეგა მანანა კვინიკაძე. ტრენერმა უპირველეს ყოვლისა გამაცნო თითოეული ის თანამშრომელი, რომელიც ჩემთან ერთად იქნება ტრენინგის მიმდინარეობის პერიოდში, რაც მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ჩემთვსი, რადგან ამ სკოლაში მუშოაბის 2 წლიანი გამოცდილება მაქვს და ჯერ კიდევ ვერ მოვახერხე ყველა ჩემი თანამშრომლის გაცნობა.თითოეულ კოლეგაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ, ტრენერმა უკვე ძირითად საკითხის განხილვა დაიწყო. კერძოდ, თუ რას გულისხმოს პროექტი ,,ინტელი" და რას ემსახურება იგი. 
    ქალბატონა მანანამ გაგვაცნო  პროექტის მიმდინარეობის გეგმა. გავეცანი პროექტის ფარგლებში უმთავრეს ვებ საიტს, რომელიც საშუალებას მაძლევს უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მივიღო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
    პროექტის პირველი დღე მოიცავდა : როგორც უკვე ავღნიშნე კოლექტივის გაცნობას და კურსის მიზნის დასახვას.
     ჩემს პერსონალურ კომპიუტერში შევინახე პროექტის ფარგლებში ყველა საჭირო მასალა, ისეთები როგორიცაა : კურსის რესურსები ( 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,პორტფოლიოები და პროექტის მახასიოატებლები).
      ინფორმაციის განხვილს შემდეგ შევქმენი მეილი და შემდეგ ბლოგი, სადაც გამოვაქვეყნებ ჩემს მიერ გაკეთებულ ყოველივე კომენტარს მოხსენიებულ პროექტთან დაკავშირებით.
       ტრენინგის პირველი დღემ, ჩემი აზრით ჩაიარა დადებითად.ყველა დასმულ კითხვაზე, მივიღე ტრენერისგან ამომწურავი ინფორმაცია.